ფელიქს საქართველო, სამხრეთ კორეული კომპანია – Felix-ის იატაკის გათბობის სისტემის ოფიციალური შემომტანია საქართველოში.
ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ, როგორც სახლის ასევე ნებისმიერი სხვა ფართის გათბობის ალტერნატიულ, უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა საშუალებას.
ეს არის ნახშირის და გრაფიტის შეზავებული ფენა, რომელიც ლამინირებულია და მიღებულია 0.338 მმ-ს სისქის თხელი ფირი, რომელიც მუშაობს დენზე და სითბოს გადაცემას უზრუნველყოფს ინფრაწითელი სხივების საშუალებით.
გამათბობელი ფირი არის სრულიად უსაფრთხო, მიღებული აქვს რამდენიმე სერტიფიკატი უსაფრთხოების ნაწილში, როგორც კორეის ასევე ევროპის უსაფრთხოების ინსტიტუტებიდან.
გამათბობელი ფირის მუშაობის პრინციპი განსხვავდება ნებისმიერი სხვა სისტემისგან.
ჩართვიდან 10-15 წუთში ვიღებთ თერმოსტატზე მითითებულ იატაკის მაქსიმალურ ტემპერატურას. სითბოს გადაცემა ხდება ინფრაწითელი სხივების მეშვეობით რაც ნიშნავს იმას, რომ გათბობის სისტემა პირველ რიგში უზრუნველყოფს საგნების გათბობას მათ შორის ადამინაის სხეულის, განსხვავებით ტრადიციული სისტემებისგან.
ფელიქსის ფირი გაცილებით ეფექტურია სხვა დენზე მომუშავე გამათბობლებზე, რადგან იგი სითბოს გადაცემას ახდენს ოთახის სრულ ფართზე და არა ერთ კონკრეტულ ნაწილში.
გამათბობელი ფირი იგება ლამინატი/პარკეტის იატაკის ქვეშ.
დაყენების დრო დამოკიდებულია ფართზე, მაგრამ ფირის ინსტალაცია ხდება უმოკლეს ვადაში და არ საჭიროებს დიდ დროს.
მაგ: 50 კვ.მ ბინის გათბობის სისტემის დაყენება და ჩართვა შესაძლებელია რამდენიმე საათში.
გათბობის მონტაჟის ხარჯები ითვლება ყველა ფართზე ინდივიდუალურად.
პირველ რიგში, ხდება პერიმეტის შესწავლა, პროექტირება და შემდეგ უკვე განისაზღვრება სრული ხარჯთაღრიცხვა.
საშუალო ფასი ერთ კვადრატულ მეტრზე შეადგენს 60 ლარს (აღნიშნულ ფასში არ შედის თერმორეგულატორი, თერმორეგულატორის ფასებია – 100/180-WIFI ლარი).
ფელიქსის ფირი გათბობის ხარჯებს ამცირებს დაახლოებით 25%-ით, მაგრამ ენერგოდანახარჯები დამოკიდებულია სახლის თბოიზოლაციაზე.
მაგ: ბინა თუ თბოიზოლირებულია 24 საათში გათბობის სისტემა ჩართულ მდგომარეობაში იქნება 4-5 საათი, რაც ციფრებში აისახება შემდეგნაირად (1კვ.მ * 0,22 კვტ.სთ * 4სთ-ზე =0,88კვტ.სთ). შესაძლებელია აღნიშნული ხარჯის კიდევ უფრო შემცირება სხვადასხვა ოთახში ჩავრთოთ გათბობის სისტემა ინდივიდუალურად საჭირო დროს, რადგან სისტემას არ სჭირდება დიდი დრო კომფორტული ტემპერატურის მისაღებად.
დღე-ღამის მონაკვეთში დაახლოებით 4-5 საათი არის ჩართული გათბობა.
დიახ, გათბობის მართვა შესაძლებელია ჭკვიანი თერმოსტატის მეშვეობით, რომელსაც უკავშირდებით ნებისმიერი სმარტფონით და დისტანციურად ახდენთ გათბობის ჩართვა-გამორთვასა და ტემპერატურის ცვლილებას.
ფელიქსის ფირი თბება 40-50 გრადუსამდე, მაგრამ იატაკის რეკომენდირებული ტემპერატურა 25-30 გრადუსია.
ფირს თუ ძალით არ დავაზიანებთ (გახვრეტა/გაჭრა) თავისით არ დაზიანდება.
დაზიანების შემთხვევაშიც კი განაგრძობს მუშაობას, მხოლოდ ზიანდება ის კონკრეტული ნაწილი.