FELIX საქართველოს შესახებ

ფელიქს საქართველო ინოვაციური, თანამედროვე კომპანიაა, რომელიც გათბობის ალტერნატიულ მეთოდებზე სპეციალიზირდება.

21-ე საუკუნეში, როცა მსოფლიო უსწრაფესი ტემპით ვითარდება, აუცილებელია ვეძებოთ ენერგიის გამოყენების ახალი გზები. სწორედ ამიტომ, ფელიქსმა თქვენი სახლის გათბობის ახალი სისტემა შექმნა.

მაშინ, როდესაც გათბობის სხვა მეთოდები წიაღისეულ საწვავს იყენებენ და გარემოს გამოუსწორებლად აზიანებენ, ჩვენი მიზანია მინიმუმამდე დავიყვანოთ გარემოს დაბინძურება.

ჩვენი პროდუქტები სხვადასხვა მომხმარებლის ინდივიდუალურ მოთხოვნებს პასუხობენ. ფელიქსი აუცილებლად მოგიძებნით თქვენი სივრცის გათბობისთვის იდეალურ მასალას, იქნება ეს ოფისი, საცხოვრებელი სახლი თუ რაიმე სხვა.

ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი პროდუქტი, რომელიც მაქსიმალურად ეფექტური და ესთეტიკურად მისაღები იქნება. ამისათვის უმაღლესი ხარისხის მასალას ვიყენებთ. ფელიქსის გათბობის სისტემა დამზადებულია სამხრეთ კორეაში და უმაღლეს სტანდარტებს სრულად შეესაბამება.

თუ გსურთ იცხოვროთ კომფორტულად და უსაფრთხოდ, დაგვიკავშირდით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.