იატაკის გათბობა დენზე  – თანამედროვე ტექნოლოგიები Felix საქართველოსგან

იატაკის გათბობა სულ უფრო პოპულარული ხდება საქართველოში.

ქართულ ბაზარზე გათბობის რამდენიმე განსხვავებული სისტემაა ხელმისაწვდომი. შედარებით დაბალი ფასის გამო, მომხმარებელი ხშირად არჩევანს გაზის გამათბობელზე აკეთებს, რაც, გრძელვადიან პერიოდში, არც თუ ისე ეფექტური და ეკონომიური გადაწყვეტილებაა.

პირველ რიგში, გაზის გამათბობელი ბევრ რისკთანაა დაკავშირებული – სამონტაჟო სამუშაოს არასწორად შესრულების შემთხვევაში, ბუნებრივი აირის დაგროვებამ შესაძლოა აფეთქება გამოიწვიოს.

ამით საფრთხე ექმნება არა მხოლოდ იმ ოჯახს, სადაც ეს გამათბობელია დამონტაჟებული, არამედ მთელს საცხოვრებელ კორპუსს.

ასეთი შემთხვევები საკმაოდ ხშირია, თითქმის ყოველ წელს ფიქსირდება გაზის გაჟონვით წარმოშობილი ნეგატიური შედეგები.

მეორე საკითხია არაკომფორტულობა. მაღალ ტემპერატურაზე ჩართული გამათბობელი ჰაერს აშრობს სისტემატური გამოყენების შემთხვევაში აზიანებს აქ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობას, ავეჯს, რემონტს, ნივთებს და ა.შ. 

ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება და ბუნებრივი აირის გამათბობელსაც უკვე რამდენიმე მნიშვნელოვანი ალტერნატივა გააჩნია.

მათგან ყველაზე კომფორტული და თანამედროვე – ფელიქსის გათბობის სისტემაა.

რა არის Felix-ის გათბობის სისტემა?

Felix საქართველო გახლავთ, სამხრეთ კორეული კომპანია Felix-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც გთავაზობთ ყველაზე თანამედროვე გათბობის სისტემას.

ფელიქსის გამათბობელი ფირი იატაკის ქვეშ, ჭერზე ან კედელზე მონტაჟდება, ისე, რომ თქვენს ოთახში დამატებით ფართს არ იკავებს.

ესაა ნახშირის ფირი ინფრაწითელი სხივით, რომელიც მაქსიმალურად თანაბრად ანაწილებს სითბოს მთელს სივრცეზე.

მიიღეთ მეტი ინფორმაცია მოცემულ ლინკზე.

იატაკის გათბობა

რა უპირატესობები გააჩნია Felix-ის გათბობის სისტემას?

გათბობის სხვა ალტერნატივებთან შედარებით, ფელიქსის გათბობის სისტემას ბევრი უპირატესობა აქვს:

  • გამათბობელი ფირის სამონტაჟო სამუშაო მარტივი, სწრაფი და დაბალბიუჯეტიანია – ფირი მონტაჟება ნებისმიერი ფორმისა და ზომის ფართზე. იდეალურია ხის და ლამინატის იატაკისთვის, თუმცა დამატებითი მასალების დახმარებით შეიძლება გაკეთდეს კერამიკული იატაკის ქვეშაც.
  • ენერგო ეფექტურობა – ფელიქსის სისტემა, სხვა ალტერნატივებთან შედარებით, 30%-ით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს. ეკონომიაში ციფრული მართვის სისტემაც დაგეხმარებათ, შეგიძლიათ აირჩიოთ რომელ ოთახებს გაათბობთ დროის კონკრეტულ მონაკვეთში და ამ გზითაც დაზოგოთ ენერგია.
  • ეკოლოგიურად სუფთა მასალა – გამათბობელი ფირი ეკოლოგიურად უფრო სუფთაა, ვიდრე ნებისმიერი სხვა გათბობის მეთოდი. არ გამოყოფს ტოქსიკურ ნივთიერებებს და არ აბინძურებს გარემოს. ინფრაწითელი სხივითა და იონებით გამთბარი ჰაერი კი სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ისევე, როგორც მზის სხივებით გამთბარი ჰაერი.
  • ჭკვიანი მართვის სისტემა – სისტემა კონტროლდება მარტივად, ციფრული თერმოსტატით ჩაშენებული ტაიმერით. თერმოსტატი სხვადასხვანაირია და არ აღემატება სინათლის ჩამრთველის ზომას. ტემპერატურის ცვლილება შესაძლებელია მობილური აპლიკაციითაც.
  • სითბოს ეფექტური განაწილება – თერმოსტატი ინარჩუნებს სითბოს თანაბარ სხვაობას იატაკსა და ოთახს შორის. მთლიანი ფართი თბება თანაბრად, იდეალური ტემპერატურისთვის. ფირის პირდაპირი კონტაქტი იატაკის ზედაპირზე უფრო სწრაფად იძლევა ტემპერატურის მომატებას სრულ ფართზე, ვიდრე ნებისმიერი სხვა გათბობის სისტემა.
  • უსაფრთხოება – არ არის დაკავშირებული ისეთ რისკებთან, როგორიცაა CO-ს გაჟონვა, ბუნებრივი აირის დაგროვება, სადენების დაწვის დროს დაკვამლიანება, წყლის გაჟონვა.
  • არ იწვევს ხმაურს – სხვა სისტემებისგან განსხვავებით, ფელიქსის სისტემა უხმაუროდ მუშაობს.

იატაკის გათბობის მონტაჟის ფასი

იატაკის გათბობის მონტაჟის ღირებულება გამოითვლება ინდივიდუალურად, შესასრულებელი სამუშაოს მოცულობისა და სპეციფიკის მიხედვით.

პირველ რიგში, ხდება სამუშაო სივრცის შესწავლა, პროექტირება და შემდეგ უკვე განისაზღვრება სრული ხარჯთაღრიცხვა.

საშუალო ფასი ერთ კვადრატულ მეტრზე შეადგენს 50 ლარს.

კომუნალური ხარჯები

Felix-ის ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს ვმართოთ  გათბობის სისტემა ისე, რომ არ გვქონდეს ზედმეტი ხარჯი

🕐 სისტემა კონტროლდება ციფრული თერმოსტატით ჩაშენებული ტაიმერით. თერმოსტატი სხვადასხვანაირია და ზომებით არ აღემატება სინათლის ჩამრთველს.

თუმცა, კომუნალური ხარჯების საკითხი მაინც ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ფართის თბოიზოლაციაზე.

დაგვიკავშირდით

ტელეფონი: 

☎️ 592 90 30 30
☎️ 0322 42 67 30

ელ.ფოსტა:

felix@service.ge