ინფრაწითელი იატაკი Felix-ისგან

ინფრაწითელი იატაკიინფრაწითელი იატაკი Felix-ისგან – ეს არის თანამედროვე სამხრეთ კორეულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული იატაკის გათბობის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი სახლის, ოფისის ან სხვა ნებისმიერი ფართის გათბობას, ყველაზე უფრო ეფექტურად და უსაფრთხოდ.

როგორ მუშაობს ინფრაწითელი გათბობა?

ნახშირის გამათბობელი ფირი ინფრაწითელი გამოსხივების საშუალებით მუშაობს.

ინფრაწითელი ფირი იატაკქვეშ, კედელზე ან ჭერზე მონტაჟდება და ოთახში დამატებით ადგილს არ იკავებს. შესაბამისად, იდეალური გადაწყვეტილებაა ისეთი სივრცეებისთვის, სადაც ფართის ნაკლებობაა.

ტრადიციული გათბობის სისტემებისგან განსხვავებით, ინფრაწითელი გამათბობელი ფირი სივრცეში ჰაერის გათბობაზე ენერგიას არ ხარჯავს.

ამის ნაცვლად, გამოსხივება იატაკის გასწვრივ, ოთახში გადაადგილდება და უშუალოდ ობიექტებს და ადამიანებს ათბობს.

ინფრაწითელი გათბობის უპირატესობები

დაბალბიუჯეტიანი ინსტალაცია – სხვა, რადიატორის სისტემებთან შედარებით, ფირების ინსტალაცია უფრო დაბალბიუჯეტიანია. ამას ისიც ემატება, რომ ინფრაწითელი სხივის გათბობას არ სჭირდება დამატებითი სერვისი.

კომფორტული გარემო – გამათბობელი ფირის მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, თბილი და კომფორტული გარემო უფრო დაბალ ტემპერატურაზე იქმნება, ვიდრე გათბობის სხვა სისტემების შემთხვევაში. ამასთან ერთად, ფირი ხელს უშლის ობის ზრდას და მუშაობს სრულიად უხმაუროდ, ვიბრაციის გარეშე.

სივრცის დაზოგვა – ფირი არ იკავებს დამატებით ადგილს სივრცეში, შესაბამისად, თქვენი ფართის ზომების შესაბამისად, გარკვეული მოცულობის ფართს დაზოგავთ.

ინფრაწითელი გათბობა უკეთესია ჯანმრთელობისთვის – იატაკქვეშა გათბობა არ ქმნის ჰაერის მიმოქცევას, ამიტომ, ტრადიციული რადიატორებისგან განსხვავებით, იგი მტვრისგან თავისუფალ გარემოს უზრუნველყოფს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები აქვს, როგორიცაა ასთმა, ბრონქული ან სხვა სახის ქრონიკული დაავადებები. ასევე, ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, მეტაბოლიზმს და იმუნურ სისტემას.

უსაფრთხოება – გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე ტრადიციული რადიატორები ბავშვებისთვის და მოხუცებისთვის. არაა დაკავშირებული ისეთ რისკებთან როგორებიცაა CO-ს გაჟონვა, ბუნებრივი აირის დაგროვება, სადენების დაწვის დროს დაკვამლიანება, წყლის გაჟონვა.

კვლევებმა აჩვენა, რომ იატაკის ინფრაწითელი გათბობა ქმნის თბილ, მტვრისგან თავისუფალ და ჯანმრთელ გარემოს.

იატაკქვეშა გათბობა სასიამოვნო სითბოს უზრუნველყოფს. ვიცით რომ ადამიანის ფეხები 2 – 3C° უფრო თბილია, ვიდრე თავი. ეს ნიშნავს იმას, რომ იატაკის ინფრაწითელი გათბობის შემთხვევაში მიიღებთ დამატებით კომფორტს, ვიდრე ჩვეულებრივ რადიატორების შემთხვევაში.

გარდა ამისა, ინფრაწითელი გათბობის სისტემა, რომელიც დაყენებულია 19C° უზრუნველყოფს იგივე სითბოს, როგორც რადიატორისთვის მითითებული 21 – 22 C°.

მაგალითისთვის გთხოვთ იხილოთ: